Digest Logo

„სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი“ - ნათია ფანჯიკიძე ელჩის გაწვევაზე

1648716872
ნათია ფანჯიკიძე

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი ოფიციალურად გაიწვია. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და მიღებულ გადაწყვეტილებას ომის საშინელებით ფსიქიკა შეცვლილი ზელენსკის ქმედება უწოდა.

„ქართველები ძალიან მგრძნობიარეები ვართ, უცებ გვწყინს. როგორც ჩანს, ზელენსკიც მგრძნობიარეა და ჩვენგან განსაკუთრებით სწყინს, ამიტომ გაიწვია ელჩი.

ცივ გონებაზე, მე არ გავიწვევდი, ომის საშინელებით ფსიქიკა შეცვლილი, ალბათ მეც გავიწვევდი. ზელენსკის ესმის, რომ უკრაინის ხარჯზე ჩვენც ვთავისუფლდებით და ახალი ისტორიული, ჯერ არ მოცემული შანსები გვეძლევა, თანაც უომრად.

მხოლოდ პოზიციის მკაფიოობაა საჭირო და ესეც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ. რუსული მესიჯებით ეწევიან ზელენსკის დისკრედიტაციას მათი ტროლებიც, მღვდლებიც, რიგითი ოცნებისტებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ათას მადლობას გვიხდის ქართველ ხალხს, ჩვენც ვხედავთ, რომ მთავრობის ოფიციალური განცხადებები არის ცრუქუცული, აი ეშმაკობასაც რომ ვერ დაარქმევ, მშიშრული, არაპროფესიონალური, არა იმ მთავრობის და იმ ერის, ვისაც თავისუფლება უნდა.

სისხლით მორწყულ თავის ქვეყანას რომ უყურებს, ადამიანურად სრულიად გასაგებია, რატომ აქვს პროტესტი, არ გვასარგებლოს იმ მომავლით, რომლისთვისაც თვითონ ეწამებიან“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵 VIDEO: „როგორ მიტყდება... აი, ეს არის ჩვენი პორტრეტი...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მარი ნაკანი

🔵 VIDEO: „საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს, სხვადასხვა განწყობით ხდება ჩემი გაღვიძება“ - როგორ აღმოჩნდა დევი ბიბილეიშვილი „ჩცდ“-ში

🔵VIDEO: „გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა, მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს გადაწვეს მთელი ქალაქი, მაგრამ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ალეკო ელისაშვილი