თინა კანდელაკის ძველი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რატომ განაწყენდა ასე ტელეწამყვანი ქართველებზე. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი სატელევიზიო ფესტივალია, სადაც მას წლის საუკეთესო წამყვანის პრიზი არ მისცეს.
„თბილისში იმართებოდა სატელევიზიო ფესტივალი, როგორიცაა რუსეთში „ტეფი“. აქ უნდა გამოევლინათ წლის საუკეთესო გადაცემები, წამყვანები და ა.შ. მე წარმადგინეს ნომინაციაზე წლის საუკეთესო ტელეწამყვანი.
ცერემონიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მამას ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მეგობრულად უთხრა, თინა ძალიან ემოციურად უყურებს ამ დაჯილდოებაა, ამიტომ დაამშვიდე, რადგან გამარჯვებული სხვა ხდებაო.
მთელი დღე ვტიროდი, ეს იყო უდიდესი უსამართლობა, ფესტივალი დასრულდა და ვთქვი, მე მთელ საქართველოს დავუმტკიცებ, რომ სულ სხვა დონის წამყვანი ვარ -მეთქი. ამ სიტყვებით დავიწყე გზების ძიება, აქედან გავიგე, რომ მოსკოვში იყო ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
ასე ვიპოვე სვეტლანა მაკაროვა და ვთხოვე, ავეყვანე. ის დამთანხმდა, სახლში მოვედი და დედას ვუთხარი, 3500 დოლარი მჭირდება -მეთქი. დედამ მაშინვე გადაწყვიტა ბინა გაეყიდა და ქირით გადასულიყო, ასე ჩამოვედი მოსკოვში“, – ამბობს კანდელაკი სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ევროპა რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს...“ - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
წყარო: fortuna.ge