Digest Logo

„სიზმარი ვნახე, ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების ტრიალს... არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური...“ - რას წერს ზაზა მესხის ახლობელი

1693298337
ზაზა მესხი

შოვში ამ დრომდე ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

ზაზა მესხი ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს „დნმ“ ტესტირებიდან 5 დღე გავიდა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება.

„დღეს „დნმ“ ტესტირების მე-5 დღეა, რამაც ოფიციალურად უნდა დაადასტუროს ზაზას და მოზარდის ცხედრების კუთვნილება.

- წუხელ სიზმარი ვნახე, თითქოს ზემოდან დავყურებდი ლაფის, დიდი მორების, ლოდების ტრიალს... ყველაფერი წარმოუდგენლად ნათელი იყო, არც სუნი მაწუხებდა და არც ხმაური, ავდიოდი მაღლა და მაღლა...
ეს ყველაფერი ზაზას დანახულს ჰგავდა, კი, ზაზას სულის თვალებით დავყურებდი...
ხანმოკლე იყო ეს ჩემი სიზმარი, მაგრამ იყო კი იგი სიზმარი?!

- ზეცაში, მარადიულ ნათელში მიითვისოს შენი უკვდავი სული, ჩემო ძმაო ზაზა!“, - წერს ზაზას ახლობელი.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნუ შეგვიქმნით ისეთ სიტუაციას, რომ გვრცხვენოდეს იმისი თქმა, სად ვცხოვრობთ... მიეცით ჩვენს შვილებს უფლება, გაიზარდონ შოვში“ - რაჭის მცხოვრების მიმართვა საზოგადოებას

🔵„ბათუმი? ტირილი მინდება. სამშენებლო მტვერში, ნაგავში და საავტომობილო ბუღში ჩაფლული, ქალაქი ნაცრისფერი გახდა“ - რას წერს ლიზა ვადაჭკორია

🔵„მამა თოჯინით - ეს კადრი თვალებიდან არ ამომდის. ამბობენ, თურმე ითხოვდა, მომკალით, თავი რომ მოვიკლა, ჩემს შვილებს ვერ შევხვდებიო...“ - მამა შალვა კეკელია