Digest Logo

„სხვას არ შეხედოთ როგორ მარხულობს, რას ჭამს და...“ - თეოდორე გიგნაძე მარხვაზე

1766815892
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„გავითვალისწინოთ,
რომ მარხვისადმი გვქონდეს სერიოზული მიდგომა,
ოღონდ კიდევ ერთი რამე — სხვისი მარხვისადმი არა,
სხვას არ შეხედოთ როგორ მარხულობს,
რას ჭამს,
და რას არ ჭამს — ეს თქვენი საქმე არ არის.
მხოლოდ საკუთარი თავის მარხვისადმი ვიყოთ პასუხისმგებელნი,
სხვას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუყუროთ,
კიდევ ვიმეორებ — ეს არ არის ჩვენი საქმე;
იმიტომ, რომ თუ შენ დაიწყე მართლა მარხვა — ეშმაკი მოგიცუცქდება,
და თუ მკაცრად დაიწყებ მარხვას — დიდი ეშმაკი მოგიცუცქდება,
და ის ეცდება, რომ სხვების განკითხვის სული ჩაგინერგოს,
ვინც შენსავით არ მარხულობს
და ამით მოგინადიროს,
და ასეთი მარხვა საფრთხედ გექცევა, რა თქმა უნდა“, - ავრცელებს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕5 საახალწლო რიტუალი ბედნიერი 2026 წლისთვის

⭕„მხიარული და პოზიტიური...“ - ნუცა ქავთარაძის საახალწლო განწყობა და ახალი ფოტოები