Digest Logo

„სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე!შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ“ - ლევან შელეგია

1772171465
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სულიერი სიმშვიდის საკუთარ ვერსიას გვთავაზობს:

„სულიერი სიმშვიდის ჰაუსისეული ტრიო.

შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა გაცვეთილი და ბანალური, სამაგიეროდ ეფექტურობით უბადლო სტრატეგია სულიერი სიმშვიდისთვის:

1. ნუ შეცვლი შენს თავს სხვების გამო და სხვებისთვის!

2. სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე!

თან ამას დავამატოთ ის, რომ:

3. შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ.

ყველაზე გვიან მესამე ჯერზე შეცდომა აღარ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ იმ კონკრეტული ადამიანის არჩევანი, მისი საქციელის რეპერტუარის ნაწილი.

რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამ „შეცდომას“ დიდი ალბათობით კვლავაც ერთგულად დაუბრუნდება.
ცხოვრების მანძილზე (შე)ვხვდებით ყველანაირ ადამიანს, ზოგი მათგანი არ მოგვექცევა სამართლიანად, პატივისცემით, გვატკენს გულს....

ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის გვთავაზობთ ამ სამნაწილიან სტრატეგიას. შეეცადეთ, შეისისხლხორცოთ და დანერგოთ ეს მიდგომა თქვენი აზროვნების მოვლენების/ადამიანების შეფასების გამყოფილებაში:
 ადამიანის საქციელი პირველ რიგში გვაწვდის ინფორმაციას მისსავე შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურაზე, ინტელექტზე, განვითარების თუ ემპათიის დონეზე, გონებრივ მონაცემებზე, სინდისზე, მთლიანად მის პიროვნებაზე.

გამოვიყენოთ ყველა მისაღები და გასაგები მეთოდი, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ!

რამე თუ, როგორც ერთი ჩემი საყვარელი სერიალის პერსონაჟი ამბობს Life is fucking hard, even when it's easy, ანუ ცხოვრება მაშინაც კი ძალიან ძნელია, როცა ის ადვილია!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოიყურებოდა თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულზე „რა მაგარია, ეს ქართული სისხლის სილამაზეა“

ზოდიაქოს 4 ნიშანი, ვისზეც 3 მარტის დაბნელება განსაკუთრებით იმოქმედებს

„საფლავიდან მიტანილი ყვავილები სხვისთვის მძიმე ენერგეტიკის შემქმნელია, ამიტომ შეგიძლია ანთებული სანთლით გაწმინდო“ - გიორგი ლობჯანიძე