Digest Logo

„სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო“ - ნინო ლაბარტყავა

1670152619
ნინო ლაბარტყავა

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი მისთვის  გმირი არ არის.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არაფერი ესაქმება უკრაინის მხარეს ბრძოლაში.

„მართლა თავს ვიკავებდი ამის დაწერისგან, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.

რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა და დასანანია, როცა ქართველი კვდება, მით უმეტეს უცხო მიწაზე.
მაგრამ სხვის ომში ფულის გამო საბრძოლველად წასული და დაღუპული ადამიანი ჩემთვის არანაირად არ არის გმირი და სამაგალითო. გმირი მე ცოტა სხვანაირად მესმის, რა და მგონია, რომ საერთოდ დაკარგულია დღეს გმირობის შინაარსი და აღქმა!

ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ეს ყველაფერი! კი, შეიძლება ზოგიერთი ქართველი სხვა შემართებით არის წასული იქ, ნამდვილად ჰგონია, რომ უკრაინის მხარეს ბრძოლით რუსულ ოკუპაციას დაამარცხებს აქ - არიან ასეთი იდეური ტიპებიც და ეს კიდევ გასაგებია ჩემთვის, არც ფული უნდათ მაგათ და არც დიდება.

აი, დაქირავებული ქართველი მებრძოლი კი რანაირადაა გმირი, გამაგებინოს ვინმემ ერთი, რა! არაფერი ესაქმება ჩემი ქვეყნის მოქალაქეს იმ ქვეყნის მხარეს ბრძოლაში, რომელიც ჩვენ როცა ომში ვიყავით რუსეთთან, ზუსტად იმ რუსეთთან ერთად პარადებს აწყობდა!

უკრაინის მარიონეტული რეჟიმის ტრა*ის თამაშს არ უნდა ეწირებოდეს ჩემი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე!
უღმერთო, სატანისტური უკრაინის რეჟიმის ხუშტურებს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის საკუთარ მიწაზევე!

აცხონოს ღმერთმა დაღუპულთა სულები. დასანანია, როცა ქართველი კვდება. ხალხო, დაეტიეთ აქ! სად მიდიხართ!
რის მხარეს იბრძვით! სხვას ვეღარაფერს დავწერ“ - წერს ნინო ლაბარტყავა.

ცნობისთვის, 3 დეკემბერს, უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-მეთქი...“ - უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამა

🔵 „ეს არც ზღაპარია და არც რომანი“ – როგორ გადაარჩინა ჯამბულ ხოფერიამ უკრაინელი და ქართველი მეომრები 

🔵 დაჭრილია მეთაური, 3 ქართველი ამ დრომდე ოკუპანტების ალყაშია - უკრაინაში მებრძოლი ქართველი