Digest Logo

„სკოლაში ასწავლიან, რომ უფროსს ტრანსპორტში არ უნდა დაუთმო ადგილი, იმიტომ რომ შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი! თახსირ ეპოქაში ვცხოვრობთ“ - ლალი მოროშკინა

1674369556
ლალი მოროშკინა

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს, რომ ცუდ ეპოქაში ვცხოვრობთ,  რადგან ლიბერალები მოსწავლეებს სკოლაში ასწავლიან, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფროსს ადგილი არ უნდა დაუთმონ, რადგან მათ ბილეთი აქვთ ნაყიდი.

„არადა თახსირ ეპოქაში ვცხოვრობთ,იქ სადაც ლიბერალიზმით და კვაზი ზნეობით შეფარული არარაობები სკოლაში ასწავლიან, რომ უფროსს ტრანსპორტში არ უნდა დაუთმო ადგილი,იმიტომ რომ შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი!
ასე რომ ეფიქრა იმ გმირ- პოლიციელს,ხომ მსხვერპლიც მეტი იქნებოდა...
იფიქრა რომ?

გმირობას დაუფიქრებლად სჩადიან!!!

გუშინ დალის ხეობის გმირის დედა ქეთევანის ორმოცი იყო. ზუსტად იცოდა, რომ ვერ გაუძლებდა ფიზიკურ ტკივილს,მაგრამ ძმა და შვილი არ გაწირა,მრავალი ქალი ციხეში თვითმკვლელობას გადაარჩინა და თავად მოწამებრივად აღესრულა!

ეფიქრა?

ამ დროს ფიქრი ეშმაკისეულია...

ასე "თვითმფრინავის ტრაგედიის" მშობელმაც მიმართა შევარდნაძეს - ერთი შვილი მაინც გადამირჩინეო...
- მოიფიქრე რომელიო!!!
- რომელიო? ხალხო...

ახლა ერთი მაოხრებელი გზირი ფეშენებელური პალატიდანფიქრობს როგორ უტიროს დედა საქართველოს,მეორე მავნე, ავყია დედაბერი კი ფიქრთ გასართველად პატრიოტიზმს თხის ქონივით იზელს დაჩამიჩებულ კისერზე...ამ დროს ორივე მხოლოდ საკუთარი უკანალის საბაზრო ფასს ზრდის...

მე ის ბიჭი მიყვარს, ცურვა რომ არ იცის და სხვის დასახმარებლად, დაუფიქრებლად მტკვარში ხტება,მე ის გოგო მიყვარს,რომელსაც უთხრეს,რომ მშობიარობა მოკლავს და საყვარელ თანამეცხედრეს ვაჟიანობის ბედნიერებას ჩუქნის,მე ის კაცი მიყვარს, ვისი სიტყვაც სიტყვაა ...მე ის ქალი მიყვარს, დროშას რომ მტერს ხელში არ ჩაუგდებს...
დანარჩენი თქვენ იფიქრეთ, როგორ არც მწვადი დაწვათ და არც შამფური, თან იმარხულოთ და თან იმრუშოთ...
დავასრულოთ მასკარადი.

ცირკი დიდი ხანია წავიდა, კლოუნები კი დარჩნენ. დავასრულოთ, სანამ გისოსებში გამოკეტილმა სიმართლემ არ წაგვლეკა...“, - წერს ლალი მოროშკინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ცოდვა გამხელილი სჯობს და ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი... ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად“ - რას იხსენებს გიორგი მშვენიერაძე ვენერაზე

🔵„ისე, წიოწ ვენერა ორჯერ იყო „ვივამედში“ და ...“ - რას წერს ნინო ნადირაძე

🔵თი მაჭავარიანის საპატარძლო ჩაცმულობამ საზოგადოება აალაპარაკა - „დიდი ხანია ასეთი განსხვავებული და ლამაზი კაბა არავისზე მინახავს“