გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ვენერა ობოლაშვილმა მოკლა მასთან ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი იური იურკინი და მისი ბინა გაყიდა 4000 ამერიკულ დოლარად;
2008 წელს ობოლაშვილმა მოკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ანატოლი კალინკა და მისი ბინა 50 000 ამერიკულ დოლარად გაყიდა;
2009 წელს მოკლა 79 წლის მარია არზამასევა და მისი ბინა გაყიდა 20 000 ამერიკულ დოლარად.
👉სოცქსელის გამოხმაურება ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლებაზე
ყველა მოწმის ჩვენებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, საბოლოოდ, სამივე – მკვლელობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და თაღლითობა დადასტურებულად მიიჩნიეს და ობოლაშვილს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მან სასჯელი მოიხადა და ახლა თავისუფალია. აღნიშნულ ფაქტს იურისტი გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა და ერთ-ერთი სასამართლო პროცესი გაიხსენა.
„ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი. დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად.
ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:
- ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?
- ვენერას ქმარი ვარო - იმ კაცმა.
- ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო“, - წერს გიორგი მშვენიერაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ისე, წიოწ ვენერა ორჯერ იყო „ვივამედში“ და ...“ - რას წერს ნინო ნადირაძე