სოციალური ქსელის მომხმარებელი ბაია როსი ფეისბუკზე წერს, რომ მიუხედავად სკოლაში მიმდინარე ცუდი ვითარებისა, კიდევ კარგი თაობა იზრდება.
მისი თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ნებისმიერი განსხვავებული ნიშნისა და მათი სტანდარტების შეუსაბამო ვიზუალის მქონეებს დასცინოდნენ.
„სკოლაში, ჩვეულებრივად გვცემდნენ მასწავლებლები;
პოლიპებისა და გლანდების ოპერაციას ნარკოზის გარეშე, სკამზე დაბმულებს გვიკეთებდნენ;
ნებისმიერი განსხვავებული ნიშნისა და მათი სტანდარტების შეუსაბამო ვიზუალის მქონეებს დაგვცინოდნენ;
გოგოებს ბოზებს გვეძახდნენ, შეყვარებულს თუ ვაკოცებდით;
ბიჭებს აპამპულავებდნენ იმის გამო, რომ 14 წლის ასაკში „ქალებში ნამყოფი" არ იყვნენ, როკისა და მეტალის მოსმენისთვის სატანებად გვრაცხავდნენ;
ფერადი თმებისა და განსხვავებული სტილის გამო, მშობლები ბავშვებს ჩვენთან მეგობრობას უკრძალავდნენ;
რელიგიაში თუ ვინმე დაეჭვდებოდა, რაიმე კითხვები გაუჩნდებოდა, მღვდლებს გვაყენებდნენ თავზე და გვაიძულებდნენ რწმენის აპრიორი მიღებას;
ვისაც ხელსაქმე კარგად გამოსდიოდა, ან/და რაიმე კონკრეტული ნიჭი გააჩნდა და დიდად არ იზიდავდა აკადემიური განათლება, დებილებს უწოდებდნენ...
საკმაოდ ვრცელია ეს ჩამონათვალი.
ჰოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ კიდევ კარგი თაობა ვართ“, - წერს ბაია როსი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები