სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მარნეულში, სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლაში მასწავლებელი ბავშვებს სასტიკი მეთოდით სჯის. ბავშვებს, რომლებიც კარგად არ სწავლობენ, მუხლებზე აყენებს და ასე ცდილობს ქართული ენა შეასწავლოს.
„ფოტო მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, ვინც კარგად არ სწავლობს.
ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტი მარნეულის რესურსცენტრი ადასტურებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ, ვიდრე საგანმანეთლებლო.
ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებლის შვილიშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი გაათავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია.
ვთქვათ გაათავისუფლეს ეს დირექტორი და მასწავლებელი, რა მოხდება? მაღალი რაოდენობის ქრთამის ნაცვლად დაინიშნება ახალი დირექტორი, ღირს 30 000 ლარი“, - წერს სამირა ბაირამოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვტირი, მართლა“ - მარკუს მეტრეველის გულახდილი საუბარი
🎥 ანრი ჯოხაძისა და სალომე ღვინიაშვილის ცეკვამ საზოგადოება აალაპარაკა - წამყვანების სახალისო ვიდეო