Digest Logo

„სკოლის წინააღმდეგი ვარ, ბავშვს ბავშვობას ართმევს...ჩემზე მეტს ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის“ - იუნა შაფათავა ფორმალურ განათლებას აკრიტიკებს

1765546632
იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სკოლასთან დაკავშირებულ თემაზე წერს და აცხადებს, რომ ფორმალური განათლების სისტემა მისთვის მიუღებელია. შაფათავა მიიჩნევს, რომ სკოლა ბავშვებს ინდივიდუალური ხასიათის განვითარებაში ხელს უშლის და მათ თავისუფლებას ზღუდავს.

„მე, საერთოდ სკოლის წინააღმდეგი ვარ. ბავშვებს ბავშვობას ართმევს.

სწავლა სკოლის გარეშეც შეიძლება.

სკოლა არის ხასიათის ჩახშობის კარცერი.

ინსტიტუტიც, უნივერსიტეტიც.

ადამიანის, ინდივიდის გასაშუალოება და გათანაბრება იწყება სკოლაში.

რომ მყავდეს შვილი, არასოდეს, არასოდეს შევიყვან სკოლაში.

ჩემზე მეტს ვერც ერთი მასწავლებელი ვერ ასწავლის. რასაც სკოლაში ხარჯავენ მშობლები, უამრავ საინტერესო ფაკულტატივზე ატარებენ.

პატარაობაში მაინც ვერ ამიხსნეს ვერაფერი, კითხვებზე არავინ პასუხობდა. ან მპასუხობდა ისე, როგორც არ მიმაჩნდა სწორად.

მე ვერ ვიტანდი სკოლას და არც ჩემს შვილს გავიმეტებ 6-7 საათი მერხთან დასალპობად“,- წერს იუნა შაფათავა.