Digest Logo

სოფი ლორენი 91 წლის გახდა - „შენ ხარ ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და სიყვარული სამუდამოდ!“

1758395915
სოფი ლორენი

სოფი ლორენი ლეგენდარული მსახიობი და ოსკარის მფლობელია, რომელმაც 70 წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა. მისი ბოლო ფილმი, „The Life Ahead“ 2020 წლის 6 ნოემბერს, Netflix-ზე გამოვიდა.

დღეს იგი იუბილარია და 91 წლის გახდა.

დაბადების დღე მისმა შვილმა კარლო პონტიმ სოციალურ ქსელში მიულოცა და დედას ემოციური სიტყვები მიუძღვნა:

„მადლობა დედა!! ვულოცავ ჩემს ლეგენდარულ, ლამაზ და ბრწყინვალე დედას სოფია ლორენს 91-ე დაბადების დღეს.

შენ ხარ ჩვენი სინათლე, სიცოცხლე და სიყვარული სამუდამოდ!!! შენ ხარ ჩემი მეგობარი“, - წერს კარლო პონტი.

ცნობისთვის, ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ქართველ მარიამ შარმანაშვილზე დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოიყურებოდა მერსი სულხანიშვილი „თბილისობა 2025“-ზე - „ჩვენს დედაქალაქს ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო მოქმედი მერი“

„საოცარი გოგო ხარ, მიზანდასახული“ - ბარბარა სამხარაძის უახლესი ფოტოები

„ყველას ჩემი უფროსი ძმა კი ჰგონია ხოლმე, მაგრამ ნურას უკაცრავად!“ - დოდონა ნამორაძე მამას დაბადების დღეს ულოცავს