„სოფო ჯაფარიძეს დასცინის მთელი ბაბლი (სამართლიანად) ვულგარული პოპულიზმის გამო. სოფო ჯაფარიძე მხოლოდ გვერდითი მოვლენაა,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
„ამ უგემოვნო, მოპარპაშე უსუსურობის მიზეზი სააკაშვილია, რომელიც რეაქციასთან დაპირისპირებაში განადგურდა როგორც პოლიტიკურად, ისე პიროვნულად.
სანამ ეს გადაგვარებული არ ჩაირეცხება, მანამდე ქართული პოლიტიკა შინაარსისგან დაიცლება და ხაბეების და სოფოების სარბიელი იქნება.
ქოცის კარიკატურა ქოცის ალტერნატივას ვერ შექმნის - მხოლოდ დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 ზუკა ხუციშვილის მამის უკანასკნელ სიმღერას ასრულებს
🔵როგორ ულოცავს ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორეს დაბადების დღეს - ფოტო