Digest Logo

„სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს! ეს ცალკე შოუ იქნება, როგორც ვატყობ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა!“ - ხატია სიჭინავა „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ უერთდება

1714383503
ხატია სიჭინავა

დღეს, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება, სადაც პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

აღნიშნულ სახალხო შეკრებას ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა უერთდება, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.

„დაიჯესტი“ ხატია სიჭინავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ორი მეზობლიდან, როცა ერთი აგრესიულია და ძალადობით ცდილობს ეზოში თავისი ღობე ჩაგიდგას, ხოლო მეორე მეგობრობას გეფიცება, მაგრამ ულტიმატუმს გიყენებს და თითს გიქნევს, მე როგორც მინდა ისე იცხოვრე, თორემ ჭიშკარს აგიჭედავო.

ამ ორს შორის თუ ყველაზე პატარა სახლი მე მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეს თავს დავუხრი და შიშით ან ფულის სუნზე, ღირსებააყრილი, თავდახრილი და დამონებული დავნებდები!

თუ ჩემი პატარა საქართველოს სიმტკიცისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, მისი ღირსებისთვის, იძულებული ვიქნები მეზობელთან გადასასვლელად ფურცელი ამიფრიალონ, დაე!

თუ ჩემი პატარა საქართველოსთვის, 300 მიდიოდა 300 000 ის წინააღმდეგ, ადრე თუ გვიან აგრესიულ მეზობელსაც მოვუგრიხავ კისერს!

თუ ჩემი პატარა საქართველოს ღირსებისთვის, გააზრებულ სიკვდილზე მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები, არ დავაჩოქებ!

არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას!

არ ჯდება ის ჩემს მენტალიტეტში!

შეგიძლიათ ჰომოფობი კი არა, რამე ახალი სლენგი მოიფიქროთ და მეძახოთ!

არ მიმაჩნია სწორად, მიშა, რომელმაც კლასელებზეც კი შური იძია, როცა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, უამრავი ოჯახი გააუბედურა და უამრავი ადამიანი გაისტუმრა იმ ქვეყნად, ჩემი მდიდარი მეზობლის სამიზნე იყოს და მის თავისუფლებას კი არ მთხოვდეს, მოითხოვდეს!

სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს! ეს ცალკე შოუ იქნება, როგორც ვატყობ!

რაც შეეხება ახალგაზრდებს, 7 ნოემბერს უნდა მდგარიყავით რუსთაველზე, რომ მიმხვდარიყავით რას გვესროდნენ, როგორ გვცემდნენ და როგორ უმოწყალოდ კლავდნენ ახალგაზრდებს მიშას ზონდერები. თქვენ ზონდერები არ გინახავთ ღორის თავსაბურავით დამიჯერეთ!

მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა!

და ეს თუ შენს აზრს არ ვიზიარებ, მტერი ვარ, გავიარეთ უკვე. ანტივაქსერიც ვიყავი 2 წელი.

იცით, არ ჭრის ჩემზე ეგ თქვენი ბულინგი და დამუნათება! იმიტომ, რომ ავტორიტეტი ჩემთვის, ჩემი ქვეყანა და ჩემი თავის უფლებაა და არა თქვენი უკონტროლო აგრესია.

კომენტარებში, რომ არ იწვალოთ, 3 მილიონი ევრო გადამიხადეს რომ ჩემი აზრი მქონოდა, მანამდე ვერ ჩამოვყალიბდი“,- წერს ხატია სიჭინავა.