Digest Logo

„სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე ამ გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში. დღეს გავიგე, რომ...“ - რას წერს მერაბ მეტრეველი

1681113299
9 აპრილი9 აპრილი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ნანა მახარაძის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც  9 აპრილის სიმბოლოდ წლების წინ იქცა.

მერაბ მეტრეველი წერს, რომ წლების მანძილზე ეგონა, რომ გოგოს ხელში საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში.

„სულ მეგონა, რომ ამ ფოტოზე ამ გოგოს საქართველოს ძველი დროშა ეჭირა ხელში.

დღეს მისი ინტერვიუდან გავიგე, რომ ჯოხზე დამაგრებული შავი ნაჭერი ყოფილა 9 აპრილს დაღუპულთა გლოვის ნიშნად.

დავაკვირდი და ცხადად ჩანს, რომ მხოლოდ შავი ნაჭერია და აქამდე დროშად რატომ ვხედავდი?“, - წერს მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ატირდა ნუცა ბუზალაძის დედა პირდაპირ ეთერში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

🎥 „მიზეზი, თუ რატომ უყვარს ყველას“ - ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია

🔵„ტოპ 24 ამერიკის ვარსკვლავში!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე