ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ სტატუსს აქვეყნებს, სადაც სულიერ ბრძოლაზე წერს:
„არის მომენტები, როცა სხვის ქცევაში რაღაც გვაღიზიანებს ეს ჩვენი დაუმთავრებელი გაკვეთილებია. ცხოვრება, ხშირად, მტრის სახით საკუთარი თავის სარკეს გვაძლევს.
ყველაზე დიდი სიმწიფე მაშინ მოდის, როცა არ ეყრდნობი იმას, რაც მოგწონს, არამედ, უსწორებ თვალს სიმართლეს.
ადამიანი იზომება იმით, თუ როგორ ეპყრობა სხვებს.
ყოველთვის: მოქმედება ქმნის მიმართულებას, ხოლო მიმართულება - შედეგს!
ნებისმიერი თეორიული სიბრძნე უაზრობაა, თუ შინაგანი მზაობა არ გაქვს მის შესამეცნებლად.
თითოეული ადამიანის შინაგანი წესრიგი სამყაროს წესრიგის მცირე ანარეკლია.
ადამიანის ტკივილი და სიხარული ერთი ისტორიის ორი მხარეა. ტკივილი ასწავლის სიღრმეს, სიხარული - მიმართულებას. სული სიბნელეში იზრდება.
სამყაროს ვერ შეუკვეთავ ბედს. შეგიძლია მხოლოდ აირჩიო თუ როგორ შეხვდები მას.
როცა ადამიანი წყვეტს, რომ აღარ გაჰყვეს ძველ გზას, სამყაროც იწყებს ახალი არჩევანის ათვისებას.
სამყარო ისეთი ჩანს, როგორიც ხარ შენ და არა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
რისიც გეშინია, ყველგან იმას აწყდები. რისიც გჯერა, იმას ხედავ. საკუთარი რეალობა ცნობიერების სარკეა.
ვინც საკუთარ ბნელს იცნობს - ნახევრად განათლებულია, ვინც მასზე დაუცხრომლად მუშაობს, სრულყოფილად ბრძენია.
რაც გტკენს, თუ არ გაექცევი ის შენი იარაღი გახდება.
თუ მიგატოვეს ან მოგატყუეს და ხართ მარტო, არა უშავს, კუთვნილი ადრე თუ გვიან დაგიბრუნდებათ, სხვა ფორმით და სხვა ადამიანის სახით. შეკრულ წრეზე უჯრედი გარშემოწერილობას ინარჩუნებს.
როცა ადამიანი მოთმინებას და სიმშვიდეს პოულობს, სამყაროს აღარ ეკითხება იმას, თუ როგორ უნდა იცხოვროს.
სიჩუმე თავისუფლების მეორე სახელია. სიჩუმე ისაა, როცა ძალაუფლება აღარ გჭირდება, რომ მშვიდი იყო.
ზოგჯერ, რაც ძალით მოდის, სწრაფადაც მიდის, ხოლო სწორ დროს თავისით, რაც გიახლოვდება ის სულ შენთან რჩება. ეს შეხსენებაა იმისა, რომ როცა რაღაც არ გეძლევა არაა სასჯელი, უბრალოდ ჯერ დრო არ მოსულა.
სულიერი მზაობა გაცნობიერების საწინდარია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
🎥 ვის ჰქონდა მორგებული სიმინდის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა