ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სულიერი ცხოვრების განახლება უნდა ხდებოდეს ყოველ ლიტურგიაზე,
და არა მარტო ყოველ ლიტურგიაზე — არამედ იესოს სახელის ყოველ ხსენებაზე,
და რადგან იესოს სახელის მოხმობა, წესით, სუნთქვაზე ხშირი უნდა იყოს,
ამიტომ ადამიანი ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე უნდა განაახლებდეს თავის შინაგან სამყაროს,
ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ფერი, რომელიც შენკენ იზიდავს იღბალს“ - რას გვირჩევს ეზოტერიკოსი
⭕ „ყველა დროის ნომერ პირველია“ - ლუის ენრიკემ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა