Digest Logo

„ყველა დროის ნომერ პირველია“ - ლუის ენრიკემ საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

1779459209
ლუის ენრიკე

„პსჟ-ის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. ასეთი მისთვის პეპ გვარდიოლა არის. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი დამრიგებელი თავის პოსტს დატოვებს.

„პარის სენ-ჟერმენის“ მწვრთნელმა გამოთქვა იმედი, რომ მისი თანამემამულე სპეციალისტი დიდ ფეხბურთში დაბრუნდება.

„არ მინდა იმის დაჯერება, რომ გვარდიოლა მიდის. ის არის მწვრთნელი, ვინც ფეხბურთში კიდევ დიდი ხნით უნდა დარჩეს. დიახ, ის ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტია, არა ტიტულების გამო, არამედ იმ მემკვიდრეობის, რაც პეპმა ფეხბურთში დატოვა. მან თავისი ხედვით ეს სპორტი შეცვალა.

ერთხელაც, მან სიტის მწვრთნელი ცენტრალურ მცველებს დააყენებს თავდასხმაში და მოგვიანებით მას სხვებიც მიჰბაძავენ. ეს შეუძლიათ მხოლოდ ერთეულებს და ესპანელი სპეციალისტი მათ შორის არის“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე

⭕„დღეს გაკეთებული არჩევანი მომდევნო 6.5 წელს განსაზღვრავს“ - 22 მაისს მზისა და ურანის შეერთება მოხდა: ასტროპროგნოზი ნინა ხომერიკისგან

⭕  ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე: შრომას თუ გააგრძელებს, „ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს

წყარო: lagazzetta.ge