Digest Logo

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა - პროგრამისტის დედა სოცქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1721292501
გარდაცვლილი პროგრამისტი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმიდან 4 წელი გავიდა. 

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

„დე, უკვე 4წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან  როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა რომ ვერ დაგიცვა. არც ერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული. ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა? მინდა მჯეროდეს რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია“, - წერს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე ნახეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმე უკვე დახურულია. უწყების განმარტებით, ახალგაზრდა ქალმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გზაში პოლიციამ გაგვაჩერა, თურმე გიოსთან ფოტოს გადაღება უნდოდათ“ - გიორგი მამარდაშვილმა და ელენე ეპიტაშვილმა ხელი მოაწერეს

🎥 თათია სულუაშვილს დაბადების დღე აქვს - იუმორისტი 38 წლის გახდა

„16 წლის წინ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი დაიბადა... იცოდე, რომ სულ ვამაყობ შენით“ - ნინი შერმადინი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს