საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და 21-ე საუკუნის ეპიდემიაზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, სულ უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლა სიკეთის სრულყოფილად გათამაშება:
„ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ სამყაროა ბოროტი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლა სიკეთის სრულყოფილად გათამაშება.
თამაშობენ მეგობრობას მანამ, სანამ ამისგან რაიმე სარგებელს ნახულობენ.
თამაშობენ სიყვარულს მანამ, სანამ ყურადღებას იღებენ.
თამაშობენ ერთგულებას მანამ, სანამ უკეთესი შესაძლებლობა არ გამოჩნდება.
სიტყვები გაუფასურდა. დაპირებებს ჰაერში ფანტავენ.
ხოლო სიმართლე? სიმართლე სულ უფრო ხშირად განზე დგას და უბრალოდ უყურებს.
ამიტომაც არის დღეს ნამდვილი ადამიანი იშვიათობა. ისეთი, ვინც სახეს არ იცვლის სიტუაციის მიხედვით.
ვინც შენთანაც და შენს ზურგს უკანაც ერთი და იგივეა და შესაძლოა, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ძალა,
არ იყო იდეალური.
უბრალოდ იყო ნამდვილი.
21-ე საუკუნის ეპიდემია:
ყალბი მეგობრობა
ყალბი სიყვარული
ყალბი სიტყვები
ყალბი ჟესტები
ყალბი გრძნობები“, - წერს დათო ოქიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასიკეთოა მოგზაურობა და სახლის შეცვლა...“ - 26 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
🎥 „ძაღლი დარჩათ ერთხელ მანქანაში, ვერაფრით გავიხსენე ვისი იყო...“ - ია დათუკაშვილი