Digest Logo

🎥 თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ მამას შეხვდა

1725690821
თამუნა მუსერიძე

8 წლიანი ძიების შემდეგ ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მამა იპოვა და მას სამეგრელოში ესტუმრა.

როგორც ირკვევა, ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.

თამუნა მუსერიძემ ემოციური კადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სიხარული საზოგადოებას გაუზიარა.

ცოტა ხნის წინ თამუნამ დააანონსა, რომ მშობლები იპოვა და ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიდა.

შეგახსენებთ, რომ იგი არის ასევე ჯგუფ „ვეძებ“ -ის დამფუძნებელი, რომლის მიზანი სწორედ გაშვილებული და დაკარგული ადამიანების პოვნაში დახმარება გახლდათ.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🎥 „ვეუბნებოდი, განა ვინ უნდა დაიბადოს, რომ შენზე მეტად შემიყვარდეს - მეთქი“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე

ნატალია ქუთათელაძე მოგზაურობიდან არაჩვეულებრივ ფოტოებს გვიზიარებს