Digest Logo

„თანამშრომელმა უთხრა, თქვენ იცით რომ ზურაბი ბატონი ედვარდის შვილიშვილია?“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

1759911549
 ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.

იგი ამჯერად სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ისტორიას იხსენებს, რომელიც წლების წინ გადახდა თავს ვაკის პარკთან მდებარე იმ დროინდელ საპარიკმახეროში.

„სანამ თავზე თმა მქონდა ბევრი წელი დავდიოდი საპარიკმახეროში, ვაკის პარკთან, დედაჩემის თაობის ხელოსანი მუშაობდა იქ, შურა. შურა ბევრი წელი კრეჭდა თურმე ედუარდ შევარდნაძეს, აღტაცებული და აღფრთოვანებული იყო მისით. არ მახსოვს მივსულიყავი და ერთხელ მაინც არ ეხსენებინა დიდი აღფრთოვანებით.

რადგან ასე იყო აფორიაქებული თავს ვარიდებდი მეთქვა ჩემი გვარი და წარმომავლობა, ვიცოდი კიდევ უფრო გადელდებოდა და ვზოგავდი თავს. სასწაული ხელი ჰქონდა, უცებ მკრეჭდა და მოვდიოდი, დიდად არ მწყალობდა მარა იმის ჯავრი არ მქონდა. ის კი აგრძელებდა „ონ გენიიი, ტაკოი დოლჟენ ბიტ მუშშინა კაკ ონ, ონ ნასტაისჩი გრუზინ, ოი ოი ოიიიიი, კაოკოი ონ, გოსპოდი..“

ერთ დღესაც როცა ისევ დაიწყო, ახალმოსულმა სალონის თანამშრომელმა უთხრა, შურა თქვენ იცით რომ ზურაბი  შევარდნაძეა და ბატონი ედვარდის შვილიშვილია?

რაოოოო, გადაირია.. დაყარა მაკრატელი და სავარცხელი ძირს, დამტოვა ნახევარი გაკრეჭილი თავით..

-„გოსპოდი, პამილუი, კაკაია დეგრადაცია?!" ყვიროდა ბოლო ხმაზე.

სანამ თმა მთლად არ გამცვივდა მაინც ვიარე შურსთან, ძალს ის და ძალს მე, ძლივს მიღიმოდა და მკრეჭდა.
ვარ ასე, დღემდე დეგრადირებული შურას თვალში“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2025 წლის ყველაზე ძლიერი ასტრონომიული მოვლენა - სუპერმთვარეობა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშნებზე სხვადასხვაგვარი გავლენა ექნება - პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „არ აკოცოთ ჩვილს სახეზე ან პირზე“ - როგორ ავიცილოთ ბავშვებში ხშირი ინფექციები, პედიატრის რჩევები!