Digest Logo

„თანავუგრძნობთ ლევანის ოჯახს და ახლობლებს ამ დანაკლისს“ - ვანის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1710350758
შავი ლენტი

 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი  ლევან შენგელია, რომელიც გორას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო, მოულოდნელად გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას მერიის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის ლევან შენგელიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ლევანი წლების განმავლობაში იყო ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი გორას ადმინისტრაციულ ერთეულში და ღირსეულად და პასუხისმგებლობით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლომდე.

თანავუგრძნობთ ლევანის ოჯახს და ახლობლებს ამ დანაკლისს“, - წერია სამძიმრის წერილში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რამდენიმე საათში 300 000 ნახვას გადააჭარბა... გმადლობთ ყველას“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც ყველაზე მზრუნველები და ყურადღებიანები არიან

როგორ დაკარგა ნინი მასპინძელაშვილმა ქმარი გერმანიაში და რატომ აგიჟებს მას მეუღლე „შოპინგის“ დროს