
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წმინდა ნინოს ხსენების დღეზე წერს:
„დღეს, ჩვენი ერის, ქართველთა განმანათლების წმინდა ნინოს ხსენების დღეა! თავად ეს წმინდანი, ქრისტე ღმერთი, მისი გზა და ცნობიერება სრული იდენტობაა ჩვენი სავალი გზისა! ასე იყო, ასეა და ასე იქნება!
გილოცავთ ყველა ნინოს, მრავალს დაესწარით!
წმინდა ნინო მრავალგზის გვხვდება ქართულ პოეზიაშიც:
ვუძღვნი ქართველ ქალთა საზოგადოებას
სასახელოა ჩვენთვისა
დედათ-მთავარის დღეობა,
იმის წყალობით განმტკიცდა
ქართლში ახალი ზნეობა.
ვცანით იესო ქრისტესი,
ჭეშმარიტის ღვთის ძეობა
და ქრისტეს სწავლა-მოძღვრების
სიდიდე, მძლეთა-მძლეობა.
ვინც ქრისტეს მცნება გვასწავლა,
ქართველთ გვწამს მისი ზნეობა.
იკურთხოს მისი სახელი,
იკურთხოს ნინოს მხნეობა.
ცამ მიანიჭოს ჩვენს ქალებს
სიდიდე ნინოს სულისა,
რომ შესძლონ ქვეყნის აღდგენა,
განკურნვა იმის წყლულისა;
ობლისა მოვლა, გამდლობა,
მოხელვა დაკარგულისა.
არ დაეკარგოს ამაგი,
ვინაც სამშობლოს უვლისა.
იკურთხოს დედათა ღვაწლი,
მადლი სწყალობდეს უფლისა!
,,ვაჟა-ფშაველა“ - „წმინდა ნინო“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ პარიზში 300-მდე ადამიანი დააკავეს
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
⭕ხვიჩა კვარაცხელია – „მჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელი იყო“