Digest Logo

🎥 „თავი საშინელ კოშმარში მგონია...“ - ცნობილია კიდევ ერთი ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ქობულეთში ავარიას ემსხვერპლა

1755717812
მარიამ დოხნაძე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი დაღუპული კომპანია „ნეოტექის“ პიარი მარიამ დოხნაძეა:

„თავი საშინელ კოშმარში მგონია“, - წერს დაღუპულის ახლობელი.

შემთხვევა დღეს, 20 აგვისტოს მოხდა. ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ მანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედისერთა იყო...“ - ქობულეთში, უმძიმეს ავარიაში დაღუპულის ვინაობა ცნობილია

⭕ გიორგი გველესიანის მეუღლე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - როგორია ლინდა კიკოლაშვილის აგვისტო?

⭕ მანუ მურღულია ბათუმიდან ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს