
თბილისში სასწრაფოს პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა უგონო მდგომარეობაში მყოფ კაცს გული აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა.
აღნიშნულ ინფორმაციას გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს:
„თბილისის სასწრაფო დახმარების მე-7 ფილიალის 0732 ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას შუა ხნის მამაკაცი ლოგინზე უგონო მდგომარეობაში დახვდათ, არ აღინიშნებოდა პულსი მაგისტრალურ არტერიაზე არ იყო სუნთქვა.
ბრიგადის ექიმებმა მამაკაცი დაუყოვნებლივ აიყვანეს მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. სამედიცინო პერსონალმა დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები.
ზეწოლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა - სიპიარ ტუმბო.
პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა პაციენტი დააინტუბირა, გამოიყენეს ელექტროშოკი 150 ჯოული, ელექტროშოკის შემდეგ წამოვიდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. შემდეგ პროტოკოლი შეიცვალა და გაგრძელდა ასისტოლიის (PEA) ალგორითმით.
სამი სრულფასოვანი ციკლის შემდეგ წამოვიდა პულსაცია მაგისტრალურ არტერიაზე, ექიმებმა პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ფარზე.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი თბილისი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მარჯვენა კორონარული არტერიის ოკლუზია დადასტურდა.
ჩაუტარდა ინტერვენციული მკურნალობა - კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით.
ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
პარამედიკოსი ირაკლი ხეჩიკაშვილი;
უმცროსი ექიმი საბა ნიჟარაძე;
მძღოლი ლავრენტი ნამგალაური“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ირაკლი აზაროვის შვილი მოინათლა - ფეხბურთელი პატარა ნილას გაქრისტიანების კადრებს გვიზიარებს