Digest Logo

„ტეხავს მძღოლთან, მიმტანთან, გამყიდველთან (შენობით) „ბლატაობა...“ - რას წერს ლევან შელეგია

1784534419
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„✅რა არ ტეხავს:

- ტირილი, არც კაცის, არც საჯაროდ;

- არანაირი გარეგნობა, სანტიმეტრები, კილოგრამები, ფერები;

- ბოდიშის მოხდა

- შეცდომის აღიარება

- დახმარების თხოვნა

- ფსიქოთერაპიაზე სიარული

- ფსიქოფარმაკების მიღება

- მენსტრუაცია

- სექსი თავისუფალი არჩევანით

- სუსტად ყოფნა

- სითბოს გამოხატვა

- სიყვარული

- არ იყო ჰეტეროსექსუალი

- არ იყო თეთრკანიანი

- არ იყო ფულიანი

- არ იყო რელიგიური

- არ იყო თბილისელი

- არ იყო „ელიტა“

- არას თქმა

- „არ ვიცის“ თქმა

- უკეთესი აღიარო და მისგან ისწავლო

- გეცვას ერთი და იგივე, გაცვეთილი

- რომელიმე ასაკში შორტების ტარება

- ჭრელი ტანსაცმელი

- მეუღლესთან ყველანაირი სექსი

- სოფელში დასვენება მალდივების ნაცვლად

- მშობიარობის მერე დეპრესია

- შვილის ადოპცია

- მიმტანად, მძღოლად მუშაობა

❌რა ტეხავს

- ზებრაზე მანქანის არ გაჩერება;

- მანქანის ფეხმავალთა ტროტუარზე გაჩერება;

- სასწრაფოს არ გაშვება - მანქანაში სიგარეტის მოწევა, როცა მარტო არ ხარ და ნებართვა არ აგიღია;

- მძღოლთან, მიმტანთან, გამყიდველთან (შენობით) „ბლატაობა“;

- სხვის აქცენტზე, კილოზე, წარმომავლობაზე, შემოსავალზე, გარეგნობაზე, განათლების სტატუსზე ღლიცინი;

- მარხვა საჯაროდ, მეტანიები ტაძარში და სახლში ოჯახის აწიოკება;

- ემიგრაციაში გადახვეწილი დედის/ცოლის/დის ევროებით ნაყიდი კალვინ კლაინის ტრუსიკში მოთავსებული ყვერების ფხანა უსაქმურობის ბირჟაზე;

- ჰომოფობია, ტრანსების დევნა-ცემა;

- სექსი უცხო ადამიანთან პრეზერვატივის გარეშე;

- რასიზმი - რელიგიური დისკრიმინაცია;

- ადამიანის დაბულინგება, ჩაგვრა;

- ცხოველების წამება;

- საკუთარი დედის დღეში ასჯერ ვერბალური მო%%ვნა, შეც&&ა, ბოზად მოხსენება;

- „ქალიშვილობის აპკზე” საუბარი, მისი მოთხოვნა და სისხლის ძებნა ზეწარზე;

- საწინააღმდეგო აზრზე ანაფილაქსიური რეაქცია - ადამიანების მოწამლვა საკუთარი შხამით;

- ამაგის დაყვედრება

- პირად სივრცეში შეჭრა არაადეკვატური კითხვებით, ფიზიკური სიახლოვით, ხუმრობით ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრული და ნაწილობრივ სუბიექტურია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დასრულდება რთული, დამღლელი პერიოდი და დაიწყება გამოჯანმრთელების ეტაპი“ - 20 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

ზღაპრული გარემო, გრანდიოზული ტორტი და ულამაზესი თაიგული - შორენა ბეგაშვილი ქორწილიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს

„მოსალოდნელია საქმეების შეფერხება, ძველ საკითხებთან დაბრუნება...“ - 20 ივლისის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან