✨ 20 ივლისის ასტროპროგნოზი ✨
🌙მზარდი მთვარე სასწორში. ეს დღე ჰარმონიის ძიებისკენ, თანამშრომლობისკენ და კონფლიქტების თავიდან არიდებისკენ განგაწყობთ, თუმცა, განვითარებულმა მოვლენებმა მოსალოდნელია მაინც წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, ამიტომ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება მარტივი არ იქნება.
⚠️ მთვარე სატურნის ოპოზიცია და რეტროგრადულ მერკურთან კვადრატური. შესაძლოა დაღლილობა, ემოციური ჩაკეტილობა და იმის განცდა დაგეუფლოთ, რომ თქვენი არ ესმით ან არ გისმენენ.
მოსალოდნელია საქმეების შეფერხება, ძველ საკითხებთან დაბრუნება, საბუთებთან დაკავშირებით გაუგებრობები, შეხვედრების გაუქმება, ურთიერთობებში სირთულეები, ასევე კონფლიქტები უფროსობასთან ან მშობლებთან.
ძველმა წყენამ და მოუგვარებელმა საკითხებმა შესაძლოა თავი კვლავ შეგახსენონ, ამიტომ ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღება და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაციის რამდენჯერმე გადამოწმება აჯობებს.
💪 დღის მხარდაჭერა: მთვარე-მარსის ტრინი. ემოციური რყევების მიუხედავად, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ სწრაფად მოიკრიბოთ ძალები, საკუთარი თავი ხელში აიყვანოთ და რთული ემოციების მიუხედავად, კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ.
ეს ასპექტი სიმტკიცეს გვმატებს, გვეხმარება საკუთარი ინტერესების მშვიდად დაცვაში, სამუშაო საკითხების ეფექტიანად მოგვარებაში, სპორტით, საოჯახო საქმეებით და იმ ყველაფრით დაკავებაში, რაც აქტიურობას მოითხოვს. მთავარია, ენერგია შექმნისკენ მიმართოთ და არა ურთიერთობების გარკვევისკენ.
ასევე დაგაინტერესებთ: