ქუთაისელი ტიკტოკერი ქეთი ქველაძე გამომწერებს მორიგი ემოციური და მოულოდნელი ისტორიის შესახებ უამბობს. როგორც ვიდეოებიდან ირკვევა, ფილმის ყურებისას მას ტელეფონზე უცნობი პირისგან 500 ლარის ჩარიცხვის შეტყობინება მოვიდა.
თავდაპირველად მან არ იცოდა, ვინ იყო თანხის გამომგზავნი.
„დედა, შოკია, იმენა შოკი... არ ვიცი, ხალხო, როგორ ამოვთქვა, სიხარულისგან ცუდად ვარ. უზარმაზარი მადლობა ამ ადამიანს“, - ამბობს ვიდეოში ქეთი ქველაძე.
ტიკტოკერის თქმით, მიღებულ თანხას ბათუმში დაგეგმილი მოგზაურობისთვის გამოიყენებს, სადაც მეგობრებთან ერთად მიდის, ხოლო ბავშვებს „მაკდონალდსის“ მენიუთი უკვე გაუმასპინძლდა.