Digest Logo

„თითქოს ჩვეული ფოტოა, მაგრამ ერთ წამში გაჩერდა და ამავდროულად ჩაეტია ყველა ფიქრი და სევდა“ - ემოციური წერილი სოცქსელიდან

1677043680
მეტრომეტრო

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლუკა შონია ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს თბილისის მეტროში დილის 6საათზე გადაღებულ ფოტოს. ამბავი ვაგონში მყოფ ქალებზეა, რომელიც გულს გაგითბობთ და დაგაფიქრებთ.

„ყოველდღიურად უამრავ სიგიჟეს და უსამართლობას ხომ ვაწყდებით და ცალკეული შემთხვევები ხომ გვიწვრილებს გულს, მაგრამ დიდი ხანია ასე არ შემკუმშვია გული ერთი კადრის დანახვით.

თითქოს ჩვეული ფოტოა, მაგრამ ერთ წამში გაჩერდა და ამავდროულად ჩაეტია ყველა ფიქრი და სევდა. ზოგადსაკაცობრიო თუ ზოგადქართული ვინ იცის..!?

ფაქტია, რომ ბევრად უფრო ღრმად საძიებოა ვიდრე ჩვენ ვეძიებთ..
ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60-იდან ზევით.. არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვრებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის.. დედებს და ქალებს, რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ, მთელი დღე იდგებიან გარეთ, ღამით კი სახლის საქმეებს დაუბრუნდებიან - „დიასახლისები“ - ამ სიტყვის გადაქართულებული დამახინჯებული ვერსიით...

არც არავის მივმართავ და არც არავის ვსაყვედურობ პირადად, მხოლოდ ერთი მიზნით ვიწერები..
დე, მშობლებო, აღმზრდელებო, გვაპატიეთ.. უბრალოდ გვაპატიეთ - ერთმანეთის ჭამასა და ხოცვაში ვერც კი ვამჩნევთ მთავარს.. ისიც კი ვერ მოვახერხეთ, რომ თქვენ მშვიდად გეძინოთ, სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი..
გვაპატიეთ..“, - წერს ლუკა შონია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „იყო მორცხვი, დამთმობი და ეშინოდა არ დამეჩაგრა. რადგან პირველი შვილი ვიყავი...“ - რას ჰყვებიან თაკო და ნინო გაჩეჩილაძეები

🔵ცნობილია გარდაცვლილი მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ცაგერში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლა

🔵„აშშ და რუსეთი ჭ@@@ბს ატოლებენ. კრემლთან შეთანხმებით ჩაბრძანდა სრულიად უსაფრთხო, მოგულავე კიევში და დაიწყო მოლაპარაკება“ - ლალი მოროშკინა