ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში მყოფი გელა ლიპარტელიანი იყო, რომლის ცხედარიც პროზექტურაშია გადასვენებული.
👉ზვავში მანქანით მოყოლილი კაცი დაიღუპა
გარდაცვლილ მასწავლებელს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„ვუსამძიმრებ მის მშობლებს, მთელს ცაგერს“.
„ტრაგედია!“.
„ვიზიარებ ნათელში ამყოფოს მისი სული“.
„რა სამწუხაროა, უფალს ებარებოდეს მისი სული“.
„რა საშინელი ამბავია“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ცნობისთვის, კაცი გუშინ საღამოს ქულბაქის და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდა, ამ დროს კლდის მასა ჩამოიშალა და ავტომობილი მოიყოლა. ოჯახმა მამაკაცის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.
ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.
ასევე დაგაინტერესებთ👇