მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმაურება.
„ცესკომ კანონის სრული დაცვით წარმართულ რეორგანიზაციის პროცესში რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება გაუწყვიტა, გათავისუფლებული თანამშრომლები მომენტალურად „სიმართლის“ დამცველებად იქცნენ და ცესკოს დაუპირისპირდნენ, პოლიტიკური ნიშნით გაგვათავისუფლესო, თქვე კარგო ადამიანებო ,ამდენი წელი ცესკოში მუშაობდით და ახლა გახდა ცესკო ცუდი? ახლა გაიგეს რომ ნაცები ხართ? ან ამდენი ხანი ცესკოში მუშაობდით და ახლა მიხვდით რომ ცესკო ცუდია? სიმართლე ის არის, რომ ამდენი ხანი ცესკოში თბილად იყვნენ, ხელფასებს. პრემია დანამატებს იღებდნენ, თან პარალელურად ნაცების საქმეს აკეთებდნენ. მიკვირს ამათ ხელში ცესკომ არჩევნები როგორ ჩაატარა, რამდენი გამყიდველი და ნაცი ყოფილა მათ სტრუქტურაში
ჩვენს ქვეყანაში გამოილია, მიუკერძოებელი განათლებული,პროფესიონალი საარჩევნო სპეციალისტები? მერე რატომ გიკვირთ საღებავების შესხმა, რუსის ძახილი და მედროვე ადამიანებისგან წიხლი! საერთოდ მიმოიხედეთ გარშემო უამრავი განათლებული ადამიანი ცხოვრობს“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდი…“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე