Digest Logo

„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“: სოცქსელების ვარსკვლავი ანა-მარია ბუთიაშვილი იუბილარია

1793776220
ანამარია

სოციალური ქსელების გამომწერებისთვის საყვარელი პატარა ვარსკვლავი, ანა-მარია ბუთიაშვილი, იუბილარია. დაბადების დღე მას დედამ, ფიქრიამ, განსაკუთრებული და ემოციური სიტყვებით მიულოცა.

„გილოცავთ, ანამარია! თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“, - წერს დედა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

იუბილარს ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს უამრავი გამომწერიც, რომელთა თბილი სურვილები და მილოცვები კომენტარებში არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ანამარია და მისი უმცროსი და, ევა ბუთიაშვილი, საზოგადოებამ დედის მიერ გადაღებული ოჯახური ვიდეოებით გაიცნო. თავდაპირველად ფიქრია უფროსი ქალიშვილის მუსიკალური გაკვეთილების კადრებს აზიარებდა, მოგვიანებით კი ვიდეოებში პატარა ევაც გამოჩნდა, რამაც მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება მიიპყრო.

დღეს დების მხიარულმა და თბილმა ოჯახურმა კადრებმა საქართველოს ფარგლებსაც გადააბიჯა - მათ ვიდეოებს უცხოელი მაყურებელიც დიდი ინტერესით ადევნებს თვალს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ფიქრია ბუთიაშვილი (@anamaria_eva_)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან

⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕