ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა. ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები, დამსახურებული ქორეოგრაფი, გურგენ ხორავაა.
ამჯერად, თამუნა სოციალურ ქსელში აქვეყნებს პირადი მიმოწერის ფოტოს, სადაც ერთ-ერთმა ქალმა შეურაცხყოფა მიაყენა და მას „ნაბიჭვარი“ უწოდა. თამუნა მუსერიძე იქვე აღნიშნავს, რომ შეტყობინების ავტორი ბიოლოგიური დედის გარემოცვიდან აღმოჩნდა:
„ნაბიჭვარი თავი გაბიათთქო მივწერე და მერე ვნახე ჩემი „დედულეთიდან“ რომ ყოფილა“, - წერს თამუნა მუსერიძე.
მანამდე კი პირად შეტყობინებაში აღნიშნულმა პიროვნებამ მისწერა:
„თქვენი სახელიც ნაბიჭვარი იქნება“.
ცნობისთვის, სიტყვა ნაბიჭვარი უკანონო შვილს ნიშნავს, თუმცა მას საქართველოში უაღრესად დამამცირებელ კონტექსტში იყენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა