2026 წლის 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას უსმან ნურმაგომედოვი ინტერვიუს ჩაწერის დროს და სახეში ურტყამს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტის შემდეგ მერაბ დვალიშვილს ცნობილი ადამიანები საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ, მათ შორის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია:
„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი.
განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას, კაცები ასე არ იქცევიან და რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ: