საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმაურება და წერს, რომ ეს ყველაფერი არის ჭორი, ხოლო ვინც ამას ავრცელებს ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს.
„არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს!
მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?
ვინც ამას ავრცელებს ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და საკუთარ თავს.
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბესო მეგრელიშვილი გარდაიცვალა
🔵„დღეს ჩემი გოგოს დღეა! ბედნიერი იყავი, ჩემო სიყვარულო“ - ნინი ქარსელაძე იუბილარია