სოციალური ქსელის მომხმარებელი თეა კეჭაყმაძე ფეისბუკზე მამამისის, 83 წლის ჯემალ კეჭაყმაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოდან ახალი გამოწერილია, აღდგომის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურა.
„ტრადიცია არ დაარღვია ჩემმა 83 წლის მამამ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გამოეწერა საავადმყოფოდან, ღვთის შეწევნით შეძლო მრევლს მოემსახუროს და სიხარულით შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მთელი ღამის განმავლობაში უფასო ტაქსი თქვენს სამსახურშია“, - წერს თეა კეჭაყმაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მაკა ასათიანმა მრევლთან ერთად იგალობა - კადრები ეკლესიიდან
🔵როგორ აღნიშნავენ აღდგომას სხვადასხვა ქვეყნებში (ფოტორეპორტაჟი)
🎥 ქრისტე აღსდგა! - გელა დონაძის და ანუკი ცქვიტინიძის არაჩვეულებრივი შესრულება