ტრაგედია აჭარაში - გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახალგაზრდა ქალი სააბაზანოში იპოვეს:
„სამძიმრის თქმაც რომ მოგერიდება ადამიანს ისეთი ამბავია....
ამ ენით გამოუთქმელ მწუხარებას რა სახელი უნდა დაარქვას ადამიანმა არ ვიცი...
მიწისთვის მენანები.... ვინ იცის სად ხარ? მენანები იმ ქარისთვის შენს საფლავზე რომ ააშრიალებს დაღლილ ხეებს...
მენანები იმ ქარისთვის აბუჩად,რომ იგდებს და გამუდმებით აქეთ-იქით არწევს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს...
მენანები მიწისთვის, ცივი მიწისთვის... მენანები სამარადისო ძილისთვის...
თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.
29-ე დაბადების დღეზე, თამარობა დღეს ღიმილის გოგო ანგელოზად გადაქცეულაო.. ყველას სახეზე ცრემლი სიცივისგან აკანკალებული ტუჩები თითოეული ადამიანის ცრემლი თითქოს უფრო გიღრმავებდა დარდს თუნდაცმწუხარებას“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: