Digest Logo

„წარსულის პროგრამებისგან გათავისუფლება არ იქნება ურიგო, შევხვდეთ დამდეგს ახალი ფურცლით“ - გიორგი ლობჯანიძე 2024 წლის ბოლო პოსტს აქვეყნებს

1735465631
გიორგი ლობჯანიძე

2024 წელი დასასრულს უახლოვდება. 2025 წელს კი ბევრი ადამიანი უკეთესი დღეების იმედით ხვდება. მომდევნო წელს ასტროლოგები ტრანსფორმაციისა და ცვლილებების წელს უწოდებენ.

2025 წელი ბევრ ადამიანს არაერთ სიახლეს უმზადებს. თუმცა, რეტროგრადული მერკურის, სატურნისა და ნეპტუნის გავლენით, ზოგიერთი ადამიანისათვის ცხოვრების სრულიად ახალი, განსხვავებული ერა დაიწყება და 2025 წელს გექნებათ შესაძლებლობა, არაერთი ცვლილება დაგეგმოთ.

2025 წლის მთავარ რჩევებს სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:

„ეს კი ჩემგან ამ წლის ბოლო პოსტი და შეტყობინებაა.

ყოველ წელს მოაქვს თავის დადებითი და უარყოფითი ტენდენციები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის გაუგებრობა, ნეგატივი თუ დაძაბულობა ზრდის ადამიანს, რაც უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოხდება, ყველაფერი ხომ კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

ბევრი ინფორმაცია იწერება თუ როგორ უნდა შეხვდეთ 2025 წელს. პირადად მე გეტყვით, რომ კარგი იქნება ყველა სახის წყენა, შუღლი ან დაგროვილი ვალები სულიერ ან ფიზიკურ პლანზე გაისტუმროთ. გულს ნუ დაიმძიმებთ ერთმანეთის მტრობით, თუ შეცდომებზეა საუბარი, ისედაც ხომ ვიცით ვის, სად და რა შეგვეშალა.

განმარტოვდით ესაუბრეთ შემოქმედს, თქვენს მფარველ ანგელოზს, მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს - გესლით საქმე წინ არასდროს არ წასულა და ვერც წავა. ზოგჯერ ძველი კარი თუ არ მიხურე, ახალს ვერ გააღებ, ამიტომ ამ დღეებში წარსულის პროგრამებისგან გათავისუფლება არ იქნება ურიგო. შევხვდეთ დამდეგს ახალი ფურცლით.
წლებია ასე ვარ და ახლაც, მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდი თქვენთვის მომეწოდებინა მიუკერძოებელი და მნიშვნელოვანი ანალიზები სხვადასხვა თემებზე, ბუნებრივია, ზოგი გაიგებს ამას, ზოგი ვერ, მაგრამ მიზანი უცვლელია, დრო კი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

განსაცდელები მართლა მაგარი რამეა, სირთულის დროს იდეალურად ჩანს, ვინ რა მენტალურ კონდიციაშია. ასეთი პერიოდები ერთგვარი გამოცდაა, კარგი და ცუდი სააშკარაოზე ჩანს. ბევრ რამეზე გვაქვს პრეტენზია, თუმცა ამისთვის მზად არ ვართ.

როცა ადამიანში უფლის ხატება იკარგება, ამ დროს მხეცის ცნობიერება მართავს და ეუფლება პიროვნებას, მისი გაჩერება კი ძალიან რთულია. მხოლოდ ღმერთით, შემოქმედით, სიმშვიდით და დიალოგით მიიღწევა შედეგი, განსხვავებული აზრის, ხალხის თუ იდეების პატივისცემა ყველა ნორმის დაცვით და ერთობით!

მაშ ასე! კეთილი სურვილებით, დიდი შემართებით და სიყვარულით შევხვდებით ერთმანეთს 2025-ში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ელის საქართველოს 2025 წელს, ახალი ეპოქა და მისი გამოწვევები - მარიამ შუკაკიძის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 2025 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - „ისიამოვნებთ რომანტიკის ტალღით“

ბესო ზანგურს მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ყოფნის დროს თავს დაესხნენ - „საოპერაციო მაგიდიდან ავდექი, არ გავისწორებ არც ცხვირს, არც მოტეხილ ხელს!“