Digest Logo

„წელს ის უფრო თბილი იქნება, ვიდრე გვახსოვს...“ - კობა ფარტენაძე ნოემბრის ამინდის პროგნოზზე

1762107040
ამინდი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ნოემბრის ამინდის პროგნოზზე წერს. 

მისი თქმით, მიმდინარე თვე იმაზე უფრო თბილი იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო:

„მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულად ნოემბერი დაგვიდგა, წელს ის უფრო თბილი იქნება, ვიდრე გვახსოვს. ნალექების რაოდენობა მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლები.

რა თქმა უნდა, ცალკეული დღეები შეიძლება იყოს ცივი, წვიმაც შეგვახსენებს თავს და სიცივეც, მაგრამ უმეტესად მზე და სითბო გვექნება- დღის ტემპერატურებით +22, +24 გრადუსთან ახლოს დასავლეთში და +17, +19 გრადუსით აღმოსავლეთში.

ეს იქნება ის ნოემბერი, რომელიც არ ჩქარობს აცივებას, უბრალოდ გვაჩუქებს უამრავ მშვიდ და თბილ დღეს,
სანამ ზამთარი შემოაბიჯებს“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან - „განსაკუთრებით გიხდება შავი“

„ნუ აჰყვები კოლექტიურ პანიკას, ის შფოთვა, წნეხი და ემოციური ტალღები, რომელსაც გრძნობ, შეიძლება სულაც არ იყოს შენი პირადი“ - რას წერს ვატო მსხილაძე

„ულამაზესი გოგო“ - ქეთი ძიგუა ახალ ფოტოებს გვიზიარებს