ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„მიზანი? - შეგიძლია შეიცვალო, უკეთეს შედეგთან თუ მიგიყვანს.
გზა? - შეგიძლია შეიცვალო, უფრო კარგი და მოკლე თუ გეგულება.
არჩევანი? - შეგიძლია შეიცვალო, ჭეშმარიტებასა და გონიერებას თუ მეტად დაგაახლოებს.
სიტყვა? - შეგიძლია ჩაანაცვლო, თუ აზრს უფრო დახვეწილად გამოხატავს.
ცხოვრება? - შეგიძლია სხვაგვარი აირჩიო, თუ განვითარებისა და მსახურების უკეთეს შესაძლებლობას მოგცემს.
შენი თავი? - შეგიძლია შეცვალო, თუ სრულყოფილების ძიებისას შენს „მეს“ არ დაამცირებ და უარყოფ.
სამშობლო? - შეგიძლია სხვა აირჩიო, მაგრამ ღირსებას დაკარგავ.
და ღმერთი?
ამის პასუხი არავის აქვს, თუ თავად მას არ ჰკითხა.
თუ ასეა, არარსებულს ან გამოგონილს ვერ შეეკითხები.
ნამდვილს უნდა ჰკითხო.
ის „ნამდვილი“ ვინ არის ან სად არის?
რომ დაიბადე, იმ წამიდან შენი ფიქრისა და შეგრძნების თანამგზავრია - ვინც იპოვა, თავის თავში მოძებნა“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით