ცნობილი ქართველი „იუთუბერი“, გიგი ქათამაძე კარიერის ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო აუდიტორიისთვის იწყებს კონტენტის შექმნას.
როგორც ბლოგერი სოციალურ ქსელში წერს, იგი გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა პირველ გლობალურ პროექტზე მუშაობს, თუმცა პარალელურად ქართველი მაყურებლის შენარჩუნებასაც გეგმავს:
„ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაბიჯს ვდგამ.
ვიწყებ კონტენტის შექმნას საერთაშორისო აუდიტორიისთვის!
ეს ნიშნავს უფრო მასშტაბურ პროექტებს, ბევრად დიდ გამოწვევებს და სრულიად ახალ ეტაპს ჩემს YouTube კარიერაში.
ბოლო რამდენიმე თვეა, ჩემს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ პირველ საერთაშორისო პროექტზე. ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი შრომა, რესურსები და ადამიანების გუნდი დგას, რომელსაც ამ იდეის ისევე სჯერა, როგორც მე.
არ ვიცი, რა გამოვა, როგორ მიგვიღებს საერთაშორისო აუდიტორია ან რამდენი დრო დაგვჭირდება წარმატებისთვის, მაგრამ ძალიან გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.
გვინდა, დავამტკიცოთ, რომ საქართველოდანაც შესაძლებელია ისეთი კონტენტის შექმნა, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში.
თუმცა ერთი რამ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გლობალურ აუდიტორიაზე გასვლა არ ნიშნავს, რომ ქართველი მაყურებლის დაკარგვა მინდა. პირიქით, მინდა, ეს ახალი თავგადასავალიც თქვენთან ერთად გავიარო.
წინ ძალიან საინტერესო და რთული გზა გველოდება.
იმედი მაქვს, ამ გზაზეც ჩვენ გვერდით იქნებით!“, - წერს გიგი ქათამაძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ გიგა ჭიკაძე RAF-ის ივენთზე დამარცხდა
⭕ „მოსალოდნელია ემოციურად დატვირთული საუბრები...“ - 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი