საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში Forbes Woman Georgia-სა ღონისძიების შესახებ წერს, სადაც მის თქმით, ქალებმა თავიანთ ისტორიებზე ისაუბრეს.
„ფორბს ვუმენის "NO" ღონისძიება წამომყვა ფიქრებით. Forbes Woman Georgia
ბევრმა ქალმა მოყვა თავის თავზე და ბევრმა ქალმა მოუსმინა.
არ იყო, საკეკლუცო ღონისძიება, სერიოზული დასაფიქრებელი ამბავი იყო. ყველა კუთხით.
არა - ჩემი სიტყვა არ არის, ჩემი სიტყვა უფრო " მიდი, მიდი, მიდი, მიდია" სიარული და მოძრაობაა. არას გამო არც მინერვიულია და არც "არა"-ს ჯინაზე მიკეთებია რამე. უფრო მოცემულობების ადამიანი ვარ.
ჰოროსკოპით თევზები ))) წარმოვიდგენ, ავაწყობ ტვინში, ვისიამოვნებ ამ ყველაფრით და მერე ვაცხობ, ფაშფაშა კონდიტერივით.
ხან გემრიელს, ხან ბომბას, ხან დებილობას.
მე მაინც მგონია, რომ ცხოვრებისეული დრამების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ხშირად არის - ჩემია, შენიას ვერ გარკვევა
ჩემი როლი
შენი ძალისხმევა
ჩემი წლები
შენი მოთმინება
ჩემი აგრესია
არა შენი აგრესია
ჩემი სიყვარული მეტია, შენი მხრიდან ცოტა
მე ეს გაგიკეთე, შენ ის გამიკეთე, გამიკეთე რო?
მე შემეშალა, შენ შეგეშალა
ამაზე ბევრი ვიფიქრე, სად იწყება ის რაც ცუდად მთავრდება- ანუ დრამებით
ეს დრამებიც კი- ჩემია შენიაა
მე ასე მოვიფიქრე
ჩემი არის მხოლოდ ის რაც " მე " ვარ, როგორიც ვიპოვე თავი, როგორიც შევქმენი, რა მოცემულობაც სამყარომ მომცა- 1.68 ვარ ვერ ვიქნები 2 მეტრი...
რა გადაწყვეტილებებიც მივიღე, რამდენჯერაც ვიმხიარულე, რაც წავიკითხე, რაც გავიაზრე რაც ვიგრძენი
რომ აღარ ვიქნები,
"ჩემი"
მხოლოდ სახელი და გვარი იქნება და ყველა ის სთორი რასაც ჩამოსკროლავს მეხსიერება, ვინმესი...
დიდი დიდი, თამარ თანდაშვილში ავერიო ვინმეს, და ეგეც კაია, მომწონს და მიყვარს თამარ თანდაშვილი
Tamar Tandashvili
სხვაში ვრჩებით, ან ვქრებით.
მაგაზეა საფიქრალი, როგორ ვრჩებით მე - შენში ამ პლანეტაზე და ჩვენში
სახლს, მანქანას და დრამებს გავიყოფთ მარტივ მამრავლებად“, - წერს თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „აღმოჩენაა ეს გოგო ჩემთვის“ - ანრი ჯოხაძე ნანუკა სტამბოლიშვილზე
🔵„წავედი მე სახლში. დათოს დაველოდები“ - რა კადრებს აქვეყნებს დათო ევგენიძის ცოლი
🎥 ქუთაისზე შეყვარებული ნინი ბადურაშვილი და სადღეგრძელო, რომელიც სოციალურ ქსელს იპყრობს