Digest Logo

„წლებზე მეტად ასაკს აზროვნება განსაზღვრავს - ახალგაზრდა ის არის, ვისი ფიქრიც არასდროს ბერდება“ - გია მურღულია

1769866329
გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ და ფილოსოფიურ ტექსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ ნიჭიერება ყველაფრის გამართლება კი არა, ვალდებულებაა.

„წლებზე მეტად ასაკს აზროვნება განსაზღვრავს - ახალგაზრდა ის არის, ვისი ფიქრიც არასდროს ბერდება.
გამოცდილება არ არის გონიერების კომპენსაცია, თუმცა ეხმარება მას - სამყარომ შეიძლება ბევრი ოქრო გაპოვნინოს, მაგრამ საქმე რაოდენობა კი არა, მისი გამოყენების კულტურაა.

ნიჭიერება ყველაფრის გამართლება კი არა, ვალდებულებაა - ღმერთისგან ნაბოძები ჯილდო სიამოვნების გარდა პასუხისმგებლობაც არის.

პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას ღირსებას შედეგი სძენს: "საქმეთაგან განმართლდების კაცი".
იფიქრე, რომ იცხოვრო.
იცხოვრე, რომ შექმნა.

შექმენი, რომ დროსაც დაელაპარაკო და მარადისობასაც.
ორივეს ესაუბრე, რომ სიკეთემ იცოცხლოს.
აცოცხლე სიკეთე, რომ ადამიანი გერქვას“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენ დაასრულეთ რთული ეტაპი, გაიარეთ გაკვეთილები და ახლა დგახართ გამარჯვებული“ - 31 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრის დანა?

⭕რა არის ჩაკრა? - მარტივი გზამკვლევი შენს შინაგან ენერგიაში