Digest Logo

„წლის ადმინი N2... გამარჯვებულია ჩქიმ ჯიმა კოჩი“ - ხავი დე ლა ოსა მეგრულად ალაპარაკდა

1737644544
ხავი დელაოსა

ესპანური კლუბი „ლევანტე“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, ევრო 2024-ის მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდა და თანაც პოსტებს ქართულ ენაზე აქვეყნებდა.

„ლევანტეს“ ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი, როგორც ცნობილია ხავი დე ლა ოსა გახლავთ. მან ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც არ შეწყვიტა ქართული ფეისბუკ პოსტების დადება, მეტიც, მან ქართული კერძებიც დააგემოვნა.

ამჯერად იგი კიდევ ერთ სახალისო ფოტოს აქვეყნებს, „პარი სერ-ჟერმენის“ ადმინისტრატორთან ერთად, რომელიც მეგრულად დაასათაურა:

„კატეგორიაშია წლის ადმინი N2 გამარჯვებულია ჩქიმ ჯიმა კოჩი, პირველი კი იცით ვინც არის ჩქიმ დედას გიფუჩუა სკან გოლუა ფირუ ჯიმ“, - წერს ხავი დე ლა ოსა.

მეგრულის თარგმანი ასეთია:

„ჩემი ძმაკაცი, ჩემი დედას გეფიცები, შენ გენაცვალე ჩემო ძმაო“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

⭕„ყოველთვის ბრწყინავ...“ - ნინუცა ორჯონიკიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

⭕მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Ami Paris-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე