Digest Logo

„წლის და ორი თვის რომ იყო, ჩემი შვილი გადავარდა მაღალი სართულიდან. ჩემი საყვარელი ნიკას ტრაგედია რომ გავიგე, მთელი სხეული მტკივა...“ - ინგა გრიგოლია

1651662204
ნიკა წულუკიძე და ინგა გრიგოლია

თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს 2 წლის შვილი დაეღუპა. ცნობილია, რომ მცირეწლოვანი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გამოეხმაურა და მისი შვილის უბედური შემთხვევა გაიხსენა. როგორც ის ჰყვება, წლის და ორი თვის როცა იყო მისი შვილი მეორე სართულიდან გადავარდა.

წლის და ორი თვის რომ იყო, ჩემი შვილი გადავარდა მაღალი, მეორე სართულიდან. დაიმტვრა, მაგრამ გადავრჩით. სანამ აღმოვაჩინეთ, რომ ცოცხალი იყო, გავთავდი….

იმ დღიდან თავისუფლად ვერ გავდივარ აივანზე, მაღალ სართულებზე….საშინელი ფობია მაქვს.

გუშინ საღამოდან მოყოლებული, ჩემი საყვარელი ნიკას ტრაგედია რომ გავიგე, მთელი სხეული მტკივა... გული მტკივა.

რა ვიცი..რა შეიძლება დავწერო. ამის გაძლება წარმოუდგენელია და გაოგნებული ვარ, ამ ქვეყანაზე ვისაც ვიცნობ, მგონი, ყველაზე საყვარელი ადამიანია ნიკა, ყველაზე პოზიტიური, კეთილი ..მართლა გულით რომ გიყვარს და გაბედნიერებს მასთან მეგობრობა.

რატომ მოხდა ეს უბედურება მის თავს.. სადაა სამართალი..მგონი, არაა“, - წერს ინგა გრიგოლია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ყველა გულგაგლეჯილი მოვალთ თქვენი შვილის საგლოვად, მაგრამ ვერ გავიზიარებთ თქვენს ტკივილს. ეს რომ ერთი წამითაც გავიზიარო, სამყარო უნდა დამექცეს თავზე“ - მარიამ ჩუბინიძე

🔵„წუხელ ყველა ჩვენგანმა, ალბათ, განსაკუთრებული მზერით შეხედა თავის შვილს... ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, არა“ - ანა წერეთლის ემოციური წერილი

🎥 „მე შენს გადარჩენილ შვილს, მირჩევნია, საერთოდ არ მყავდესო...“ - სასულიერო პირი, რომელმაც დომენიკ მანგოს დახმარებაზე უარი უთხრა