
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მარიამობის დღესასწაულზე წერს:
„ყველას გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
წმინდა მარიამი მართლაც გამორჩეული იყო სისპეტაკით, შემწეობით, კეთილსინდისიერებით. თვით უფალმაც სწორედ იგი აირჩია მიწიერ მშობლად!
რეალურად, 28 აგვისტოს, ანუ დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია, მაგრამ აღვნიშნავთ. რატომ? თუ რატომ - დაბლა გიამბობთ:
როდესაც ამქვეყნად ქრისტეს ეკლესია დაარსდა, მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ მოციქულები წმინდა წერილის გასავრცელებლად, ისმოდა ღვთისა და ღვთისმშობლის დიდება, თავადაც ხედავდა რომ ამ გზით მიწას შერეოდა ამომავალი მარცვალი, შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ლოცულობდა მიღმიურ სამყაროში გადასახლებას და მის ძესთან შეხვედრას.
ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი სიონის მთაზე იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. ხშირად დადიოდა სალოცავად გოლგოთასა და ზეთისხილის მთასთან. სწორედ ერთხელ ზეთისხილის მთაზე, გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა განსაკუთრებულს რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნად გასვლის ჟამი, ეს მოვლენა სამი დღის შემდეგ მოხდებოდა.
ამ ხარების დასამოწმებლად მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს სამოთხეში დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა რომ ეს რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. სიხარულით მიიღო წმინდა მარიამმა ყოველივე, უფალს მადლობდა და ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლისას მის თვალებს წყვდიადის მთავარი და ქვესკნელის საშინელებანი არ ეხილა და რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით მიეღო უფალს. სურდა, რომ აღსრულებამდე ყველა მოციქული ენახა, რომლებიც საქადაგებლად სხვა ქვეყნებში იყვნენ განბნეულნი.
ღვთისმშობელმა ეს ამბავი მსწრაფლ აცნობა იოანე ღვთისმეტყველს, განკარგულებებსაც მშვიდად იძლეოდა. იოანემაც გაავრცელა სწრაფად ხალხში ცნობა. ურიცხვი რაოდენობა მიდიოდა მასთან, რა წამს გაიგებდნენ მისი ენით, რომ გადიოდა ამ ქვეყნიდან ყველას ცრემლი მოსდიოდა, თუმცა ყველა უნუგეშოს ანუგეშებდა, იმით რომ ზეციდან ექნებოდათ მისი მფარველობა.
ყველა უყვარდა წმინდა მარიამს, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც შველა და მისი დახმარება სჭირდებოდა. თავისი ქონებიდან ორი შესამოსელი ორ ღარიბ ქვრივს გადასცა, რომლებიც საზრდოს მისგან იღებდნენ. სხეულის დაკრძალვა გეთსიმანიის ქვაბულში ისურვა, იოსაფატის ველთან, ზეთისხილის მთასა და იერუსალიმს შორის, სადაც მისი მშობლები და იოსებ დამწინდველი განისვენებდნენ.
მოულოდნელად, როდესაც იგი იოანესა და იაკობს ესაუბრებოდა, სახლს გარს შემოერტყა ნათელი ღრუბელი, სწორედ ამ სინათლემ გაუკვალათ გზა სხვა მოციქულებს რომ მიეღწიათ დანიშნულების ადგილამდე.
რა წამს დადგა ნანატრი მესამე დღე და დღის სამი საათი, დრო, როდესაც მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები, სახლში სანთლები ენთო, ღვთისმშობლის სარეცელს გარშემორტყმული მოციქულები უფალს ადიდებდნენ.
მოულოდნელად, სახლის ჭერი განიღო, ღვთაებრივი დიდების ნათელმა მოიცვა და შეაძრწუნა ყველა. ციურ ძალთა დასით ქრისტე ღმერთი მოევლინა ყოვლადწმინდა დედას.
სასწაული სანახავი იყო მათი შეხვედრა, მალევე წმინდა მარიამმა წარმოთქვა სიტყვები: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“, სარეცელიდან წამოიწია თაყვანი სცა უფალს და ესმა ღვთაებრივი ხმა: „მოვედ მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. რაზედაც ღვთისშმობელმა გაიმეორა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“, პასუხი კი იყო: ,,ბნელი ძალა გველისა დათრგუნულია და თვით მოუწოდებს მას, რათა მიწიერიდან ზეციურ ცხოვრებაში თამამად გადავიდეს“, პასუხად: „მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“.
სწორედ ამ ამბისთანავე ანგელოზებმა იგალობეს: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის!“.
ღვთისმშობლის სიტყვებს თუ კარგად დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ უდიდეს თავმდაბლობას ავლენს, მიუხედავად იმისა უფლისა დედაა, მაინც არ აძლევს საკუთარ თავს იმის საშუალებას რომ თავიდანვე თქვას მივდივარ სამოთხეშიო, არამედ, ამბობს „მიველ“ ქვესკნელსა ზედა ... ეს არის განუსაზღრველად დიდი თავმდაბლობის მაგალითი, რაც ყველამ უნდა ისწავლოს!
მოციქულები ზეცას უყურებდნენ და დავიწყებოდათ ყველაფერი ამ ამბის შემყურე, როცა ოდესღაც უფლის ამაღლება იხილეს. ასე მოხდა ახლაც. მისი სახე ზეციური ნათლით ბრწყინავდა, მისგან საოცარი კეთილსურნელება გამოდიოდა.
ყველა იქ მყოფი ძრწოლითა და ღვთისმოშიშებით თაყვანს სცემდა ყოვლად წმინდის სხეულს. ბევრი განიკურნა, ბევრმა ნუგეში მიიღო, სარეცელზე შეხებაც საკმარისი იყო გამოკეთებისა.
სამწუხაროდ, მალევე ბევრმა ურწმუნო იუდეველმა დაინახა ეს ამბავი, თუ როგორი დიდი პატივით ეპყრობოდნენ ღვთისმშობლის სხეულს, იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის გასაფანტად მეომართა რაზმი გაგზავნეს, უბრძანეს მოციქულები დაეხოცათ, ხოლო წმინდა მარიამის სხეული დაეწვათ.
თუმცა, ღვთაებრივმა ძალამ არ დაუშვა პროცესი წაბილწულიყო, სხივცისკროვანი ღრუბლის გვრგვინი მიწაზე დაეშვა და რაზმს გზა აებნა, ზოგიც შეცდომით მიდიოდა სხვა ადგილზე, ბევრმაც თავი გაიტეხა.
მათში იყო ერთი, სახელად „ათონია“, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, შეძლო მისვლა ღვთისმშობლის სარეცელამდე, საშინელი სიტყვებით მოიხსენია მისი ძე, უფალი იესო ქრისტე, თავად წმინდა მარიამს ძირს გადმოგდება დაუპირა, მაგრამ რა წამს სარეცელს შეეხო ღვთის რისხვის მახვილით ორმა ანგელოსმა ხელები მოკვეთა. მოკვეთილი ხელები კი სარეცელზე დაცვივდა. ძირს დავარდნილი ათონია საზარელმა სასჯელმა გონს მოიყვანა. დანაშაული იგრძნო და მოციქულებს მიმართა: „შემიწყალეთ მე, მონანო ქრისტესნო.’’ მოციქულმა პეტრემ მსვლელობა შეაჩერა და ათონიას უთხრა: ,,შენი განკურნება ჩვენ არ ძალგვიძს, ყველაფერი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც თქვენ ჯვარს აცვით: უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ არც ის განგკურნავს, სანამ მთელი გულით არ ირწმუნებ და ბაგითაც არ აღიარებ რომ იესო ჭეშმარიტი მესია და ძე ღვთისაა“.
ათონიამაც წარმოთქვა - „მრწამს რომ ქრისტეა აღთქმული მესია და ქვეყნიერების მხსნელი“. მერე კი უთხრა პეტრე მოციქულმა ახლა რწმენით მიემართა ღვთისმშობლისადმი და ხელები სარეცელზე თავის მოჭრილ ხელებთან მიედო, სასწაულებრივად ათონიას სხეული გაუმთელდა, ღმერთი და ღვთისმშობელი განადიდა, მათ წინაშე დაემხო და შეინანა. ბევრმა იუდეველმა ნახა მაშინ ეს ამბავი და ბევრმაც ითხოვა პატიება, მიდიოდნენ და უსინათლოები, თუ დავრდომილები ყველა იკურნებოდა.
როგორი სასიხარულო და სანუგეშოც იყო ღვთისმშობლის მოვლინება, არც მიძინებით ისურვა მან ვინმეს დამწუხრება.
გამოქვაბულის შესასველი გეთსიმანიის საფლავთან ქვით დაფარეს. სამი დღის განმავლობაში არ გაშორებიან ამ ადგილს მოციქულები, ხოლო ანგელოზები განადიდებნდნენ უფალს და ყოვლადწმინდა ქალწულს.
მხოლოდ თომა მოციქულმა დააგვიანა და როგორც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დროს გვიან ნახა ყველაფერი, აქაც მოგვიანებით მივიდა სამარხთან. რა იხილეს მოციქულებმა მისი დამწუხრებული სახე, გადააგორეს ქვა იმისთვის, რომ ბოლოჯერ გამომშვიდობებოდა იგი ყოვლადწმინდას, მაგრამ იმ ადგილას უკვე აღარავინ აღარ იყო სუდარების გარდა. გამოუთქმელი სურნელება გამოდიოდა, ხოლო მოციქულებმა იქ დარჩენილი მანტია აიღეს და ამ ამბის დასამოწმებლად, სახარების გასავრცელებლად სხვადასხვა მხარეში გაემართნენ.
იქამდე კი სიკვდილზე გამარჯვებული, მკვდრეთით აღმდგარი ღვთისმშობელი გამოეცხადათ მოციქულებს. ძველად, ტრაპეზზე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ უპირველესი ადგილი თავისუფალი რჩებოდა. ამ ადგილას ყოველთვის იყო პურის ნაჭერი, როგორც „წილი უფლისა“. ქრისტეს პატივსაცემად და მოსახსენებლად ტრაპეზის შემდეგ ყველა სათითაოდ აიღებდა ამ პურს, ყოვლადწმინდა სამების სახელს მოიხმობდა და ლოცვას ამგვარად ამთავრებდა: „უფალო, ისე ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ“. ამის შემდეგ, „ქრისტეს წილს“ დაანაწილებდნენ და იხმევდნენ მას, როგორც უფლისმიერ კურთხევას“.
მოციქულები ამ წესს ყოველთვის ასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, მარტო ტრაპეზობდნენ თუ სხვასთან ერთად. ამგვარადვე მოიქცნენ საღამოს ტრაპეზზე, გეთსიმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სულ ღვთისმშობელზე ფიქრობდნენ და უცბად ზეციური სინათლით და ძალით გამოეცხადათ იგი, სადაც თქვა: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა.“ გახარებულმა მოციქულებმა კი შესძახეს: ,,ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ ჩვენ“.
ღვთისშმობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და მალევე ბუნების კანონებს სძლია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან კი სიცოცხლე შეაერთა. შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა.
მისი მიძინებით და შემდგომ აღდგომით, გადასვლით მიღმიურ სამყაროში, ამქვეყნიურმა კიდევ უფრო დიდი გულშემატკივარი, მფარველი და დამცველი შეიძინა. ამიტომაა, სხვა ყველაფერთან ერთად კიდევ ეს დღე სასიხარულო!
აქვე პატარა ციტატებს მოვიყვან დაბლა:
„ღვთისმშობელი ლამაზი იყო როგორც - „ვერაფერთან გავაიგივე, მზესთან-გაიგივებულია, ვფიქრობ, ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე, რასთან შეიძლება რომ გავაიგივო.
- მერე, რასთან გააიგივე?
- „ღვთისმშობელი ლამაზი იყო, როგორც თვითონ...“
ჯერ კიდევ, I საუკუნეში, ქრისტიანული სამყაროს ბრძენი და ფილოსოფიურად მოაზროვნე წმინდა მამა, დიონისე არეოპაგელი წერდა: პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო.
ძნელია სიტყვებით გადმოცემა, როგორი სათნო და კეთილი არსება იყო წმინდა მარიამი. მოფიქრებაც კი ჭირს.
გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
P.S. ტექსტზე ვმუშაობდი მე, გამოყენებულია რამდენიმე ციტატა და აზრი ორთოდოქსული გვერდიდან და ქადაგებიდან წმ.მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძისგან“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთს ამარცხებს
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი თეთრ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი და დახვეწილი“