ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილი სანდრო ჩიჩუა, ასევე ცნობილი წყვილის, ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილის შვილზე, ანა ნაცვლიშვილზე იყო შეყვარებული, თუმცა როგორც ირკვევა წყვილი დაშორდა.
სანდროს ახალი რჩეული, ინფლუენსერი ანასტასია რუსია ჰყავს, რომელიც გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
კითხვები ძირითადად წყვილის სიყვარულის ისტორიას, გაცნობას და ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება:
- რა ეტაპზე გამოჩნდა სანდრო შენს ცხოვრებაში? ელოდი თუ ნაკლებად?
„მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა“ ხომ გაგიგიათ? ეგრე, ოღონდ პირიქით, ძალიან შავ მოღრუბლულ ცაზე მზე გამოვიდა.
ველოდი კი არა, ვინმეს სიტყვა „კაცი“ რომ ეთქვა მბურძგლავდა“.
- ასაკობრივ სხვაობაზე რას იტყვი?
„10-იდან 9 კითხვა ამ საკითხზეა და მოდი, ერთიანად გაგცემთ პასუხს და მოვრჩეთ.
არ აქვს მნიშვნელობა 3 წელია სხვაობა თუ 5, 20. თუ ადამიანთან გაქვს საერთო ღირებულებები, საერთო ინტერესები, ცხოვრების სტილი, მიზნები და მოთხოვნილებები, ყველაფერი ლაგდება იდეალურად.
ძალიან ცოტა დროა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე გაქვს თუ არა ადამიანთან რაიმე საერთო, გივსებს თუ არა იმ მოთხოვნილებებს და სტანდარტებს, რომელიც გაქვს.
მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ იყო მშვიდად და კომფორტულად ადამიანთან, რომელსაც ირჩევ.
და არა რომელ წელს დაიბადეთ. სანდრომ ცოტა დააგვიანა დაბადება და ველოდებოდი, მერე რა?“, - წერს ანასტასია რუსია.
წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული კადრები ორივეს სოციალურ ქსელში იძებნება.
ცნობისთვის, ანასტასიას „ინსტაგრამზე“ 44.6K მიმდევარი ჰყავს და იგი ძირითადად რჩევებს თავის მოვლის პროცედურებზე, სილამაზესა და კოსმეტიკაზე გასცემს.


ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 3 სექტემბერს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით