Digest Logo

„ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში შუშის მსხვრევის ხმა გავიგონეთ. შემობრუნდა და სიდედრს ეუბნება...“ - ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

1654065529
დამსხვრეული ჭიქა

სოციალურ ქსელში ვრცელდება საინტერესო ისტორია, რომელიც ოჯახს უკავშირდება და ამ პოსტის მთავარი სათქმელია, რომ „გათელვა“ ვერასოდეს გაგხდის სხვაზე უკეთესს!

„ტექსტის ავტორი უცნობია.

სამსახურის თაობაზე მორიგი უშედეგო გასაუბრებიდან სახლში დავბრუნდი, როცა ჩემმა ძმამ დამირეკა:

– მე და ჩემი ცოლი მოვდივართ შენთან სტუმრადო.

სამზარეულოში გავედი, რომ რამე მომემზადებინა, მაგრამ არაფერი მქონდა, რომ მათთვის შემეთავაზებინა. ბევრი ძებნის შემდეგ, რაც ვნახე ფორთოხალი იყო. ასე რომ გავაკეთე ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი, ძმისთვის და რძლისთვის.

როცა ჩემი ძმა და მისი ცოლი მოვიდნენ, გავოცდი. ჩემთან სტუმრობისას მას პირველად ახლდა სიდედრი.
დავუსხი ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი მის ცოლს და დედამისს, ხოლო ჩემ ძმას კი მსგავსი ჭიქით წყალი დავუდგი.
– „ვიცი, რომ სპრაიტი გიყვარს“.

მან სასმელი აიღო და მიხვდა, რომ ეს წყალი იყო.

უცებ სიდედრმა თქვა: – „სპრაიტს დავლევ. გთხოვთ ცოტა დამისხათ“.

იქ მე ვიყავი შეცბუნებული და შერცხვენილი, მაგრამ ჩემმა ძმამ გადამარჩინა, რომ მან უთხრა:

–„მე მოგიტან სამზარეულოდან“.

ცოტა ხნის შემდეგ სამზარეულოში შუშის მსხვრევის ხმა გავიგონეთ.

შემობრუნდა და სიდედრს ეუბნება:

– „ბოდიში ხელიდან გამივარდა და გამიტყდა, მაგრამ არაუშავს, წავალ სხვას ვიყიდი“.

მისმა სიდედრმა უარი თქვა:

– „არა, ამის საჭიროება არ არის“.

ბოლოს, როცა მიდიოდნენ, ჩემი ძმა დამემშვიდობა, ფული ხელში ჩამიდო და მითხრა:

– „არ დაგავიწყდეს სამზარეულოში დაღვრილი სპრაიტის მოწმენდა, თორემ ჭიანჭველები მოვლენ“.

და სიყვარულით სავსე ღიმილით დამემშვიდობა.

მორალი: როდესაც უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში ხარ, გამოიყენე ის სხვა ადამიანების ასამაღლებლად.
„გათელვა" ვერასოდეს გაგხდის სხვაზე უკეთესს!“, - წერს ნია მღებრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „არა მგონია, გიორგი ჩემზე გაბრაზებული იყოს“ - რას ჰყვება გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძეზე

🎥 დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „მაიმუნის ყვავილი“? - მაია ბუწაშვილის განმარტება

🎥 „4 ცალამდე კვერცხის მიღება კვირაში, შეიძლება ითქვას, რომ სასარგებლო და აუცილებელიც არის“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები