ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მარიამ გულედანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც ტელეწამყვანი წერს, მარიამი მას ყოველთვის განსაკუთრებულად მოსწონდა.
„ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდი. ცოტა მშურს კიდეც შენი, ამ ასაკში რომ მოახერხე საკუთარ თავად ყოფნა, შენი პროტესტებიან, აზრებიანად“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ მარიამ გულედანის სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას - „მომეწონა „აბო“ და „შუშანიკი“, მაგრამ „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვაზე რა დროც დავკარგე მინდა, რომ ვინმემ დამიბრუნოს“, - საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რას გულისხმობს 3-წლიანი ბაკალავრიატის ინიციატივა და ვინ შეძლებს ამ ფორმატით სწავლას
🎥 როგორ ვაქციოთ შვილების „უარყოფითი“ თვისებები მათ ძლიერ მხარედ?